დონალდ ტრამპს ჰონგ-კონგში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად სი ძინპინთან შეხვედრა სურს

დონალდ ტრამპს ჰონგ-კონგში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად სი ძინპინთან შეხვედრა სურს

1252843
დონალდ ტრამპს ჰონგ-კონგში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად სი ძინპინთან შეხვედრა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ ჩინეთის ლიდერი, ჰონგ-კონგის კრიზისს სწრაფად და ჰუმანურად გადაჭრის. ტრამპმა საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ზე მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩინეთს რა თქმა უნდა შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ ჯერ ჰონგ-კონგში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად ჰუმანურად უნდა მოიქცნენ. მე კარგად ვიცნობ სი ძინპინს, იგი უდიდესი ლიდერია, მას ხალხი დიდ პატივს სცემს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ სიმ საკითხის მოგვარება, რომ მოინდომოს, სწრაფად და ჰუმანურად დროულად მოაგვარებს. საკითხთან დაკავშირებით ჩემთან შეხვედრას თუ ისურვებს, მე ამისათვის მზად ვარ.“  ჰონგ-კონგში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბია. აქციები ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „ექსტრადიციის შესახებ კანონს“ მოჰყვა, რომელიც ჰონგ-კონგიდან საშიში დამნაშავეების ჩინეთში ექსტრადირების საშუალებას იძლეოდა. მიტინგების გამო ხელისუფლებამ კანონის მიღება განუსაზღვრელი ვადით გადადო, თუმცა აქციები არ წყდება. ახლა დემონსტრანტები ძალის გადამეტებაში პოლიციას ადანაშაულებენ და ჰონგ-კონგის ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.



მსგავსი ინფორმაციები