იემენში სამოქალაქოების მიმართ ძალადობა გრძელდება

იემენში სამოქალაქოების მიმართ ძალადობა გრძელდება

1252255
იემენში სამოქალაქოების მიმართ ძალადობა გრძელდება

საუდის არაბეთის წინამძღოლობით ჩამოყალიბებული არაბული კოალიციის მიერ ორშაბათ დღეს ჰაჯჯეს პროვინციაში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისიდან  (OCHA) გავრცელებული ინფორმაციით,  ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირებიდან დღემდე 320 ათასი ადამიანი დაიღუპა. საკითხს,  გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი, ლისე გრანდესიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იემენის მოსახლეობა ამ ყველაფერს ნამდვილად არ იმსახურებს და ამისათვის საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. იემენში სამოქალაქო დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გრძელდება. 2014 წლის სექტემბრის თვიდან ჰუსიტებმა დედაქალაქ სანას და ზოგიერთ რეგიონებზე კონტროლი დაამყარეს. 2015 წლის მარტიდან კი საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული  არაბული  კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ მთავრობას უჭერს მხარს და მათ კონტროლს ქვეშ მყოფ რეგიონებს პერიოდულად ბომბავს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ათასობით  ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი იძულებით მიგრაციაში წავიდა.

 



მსგავსი ინფორმაციები