დიმიტრი პესკოვმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

დიმიტრი პესკოვმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1252144
დიმიტრი პესკოვმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პესკოვმა,  მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით გარანტორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, თურქეთთან და ირანთან სამუშაოები გრძელდება რა, პროცესი  დასასრულს უახლოვდება. მან ისიც აღნიშნა, რომ მორიგ სამთა სამიტის (თურქეთი-რუსეთი-ირანი) თურქეთში გასამართად შესაბამისი სამზადისი  გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა  ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად დიალოგისთვის მზად არის.



მსგავსი ინფორმაციები