შეიარაღებული თავდასხმა საარჩევნო ოფისზე

დაიღუპა 20 კაცი

1243933
შეიარაღებული თავდასხმა საარჩევნო ოფისზე

 

ავღანეთში, 28 სექტემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი კანდიდატის, ამჟამინდელი პრეზიდენტის, აშრაფ განის მხრიდან პირველ ვიცე-პრეზიდენტად  დასახელებულ ემრულლაჰ სალიჰის საარჩევნო ოფისზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის სალიჰიც, რომლის დაცვამაც შესძლო მისი უსაფრთხო ადგილას გაყვანა. ამავე ცნობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია უთქვამს. თავდასხმის შემდეგ წარმოქმნილი შეტაკების დროს უსაფრთხოების ძალებმა სამი თავდამსხმელი გაანეიტრალეს. პრეზიდენტმა აშრაფ განიმ, სოციალურ ქსელ  Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ სალეჰის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ავღანეთში, 28 სექტემბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პროცესი ოფიციალურად გუშინ დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები