ჩინეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1242418
ჩინეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთის ორ პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერის გამო  ბოლო მონაცემებით 16  ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის ცენტრალურ ტელეარხ,  CCTV-ს ინფორმაციით, ქალაქ გუიანის დაბა ლიუპანშუიში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი 11-დან 15-მდე გაიზარდა,   30 კი დაკარგულად ითვლება. მეწყერის შედეგად დაბაში 21 საცხოვრებელი სახლიც დაინგრა. რეგიონში სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები შესაბამის სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ. მორეს მხრივ  ჰიჩანგის პროვინციაში  ასევე მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაკარგულად ითვლება.

 


საკვანძო სიტყვები: #მეწყერი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები