მოგერინმა ევროკავშირის გაფართოება მოითხოვა

“დაუყოვნებლივ დაიწყოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან მოლაპარაკებები"

1220280
მოგერინმა ევროკავშირის გაფართოება მოითხოვა

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ საჭიროა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, მათი სრული გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაუყონებლივ დაიწყოს. ეს განცხადება მან გააკეთა ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ. "მოლაპარაკებების დაგვიანება, ჯერ ერთი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნების მოტივაციაზე, ხოლო მეორეს მხრივ საფრთხეს უქმნის გაფართოების პროცესის სანდოობასაც. გარდა ამისა, ასევე შეიძლება ზიანი მიაყენოს რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობასაც ამიტომაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან მოლაპარაკებები", აღნიშნა მოგერინმა



მსგავსი ინფორმაციები