მუჰამედ მურსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

მუჰამედ მურსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

1220119
მუჰამედ მურსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

ეგვიპტეში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა.

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა.

იგი სასამართლო პროცესის დღის ჯერ ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამავდროულად მომხდართან დაკავშირებით სტამბოლში ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ერდოღანმა და სამძიმარი გამოუცხადა ეგვიპტელ ხალხს. 

პრეზიდენტმა განაცხადა რომ მუჰამედ მურსი ეგვიპტეში გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული 'მჩაგვრელი სისის' მიერ ათასობით ამხანაგთან ერთად წლებია ციხეშია გამოკეტილი.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი 2012 წელში ქვეყნის მეხუთე და არჩევნების გზით მოსული პირველი პრეზიდენტის გახდა.

მურსი 2013 წლის 3 ივლისს სისის ლიდერობით ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო გადატრიალებით დაამხეს.

მურსიმ გადატრიალება არ აღიარა და წინააღმდეგობის გაწევის მოწოდება გააკეთა.

გადატრიალების შემდეგ დაკავებულ მურსის დაახლოებით 6 წელია ასამართლებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ერთი წლის მანძილზე გაუარესდა.


საკვანძო სიტყვები: #ეგვიპტე , #მურსი

მსგავსი ინფორმაციები