ყვითელჟილეტიანებმა 31-ე აქცია გამართეს

ყვითელჟილეტიანებმა 31-ე აქცია გამართეს

1219131
ყვითელჟილეტიანებმა 31-ე აქცია გამართეს

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტებიანები“, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგო ანტისამთავრობო აქციებს აგრძელებენ. პარიზში  ყვითელი ჟილეტიანების 31-ე აქცი მაღალი დონის უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ   საფრანგეთის პოლიციამ 15 აპრილს დამწვარი ნოტრ-დამის კათედრალის ირგვლივ აქციის გამართვა აკრძალა. მეორეს მხრივ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ტულუზაში პოლიციამ  ყვითელ ჟილეტიანების  მიერ გამართულ აქციაში მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ქვეყანაში, ყვითელ ჟილეტებიანების მიერ საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგოდ დაწყებული  აქციები, რომელიც 2018 წლის  17 ნოემბერს დაიწყო და  შემდეგ ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა,  დღემდის გრძელდება.  გასული წლის 17 ნოემბრიდან დღემდე აქციების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 8400-ზე მეტი დააკავეს.

 



მსგავსი ინფორმაციები