სერბეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სერბეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1213393
სერბეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სერბეთში უმრავლესობა ბოშნაკებით დასახლებულ ნოვი-პაზარის და ტუტინის ქალაქებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნოვი-პაზარის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი. სტიქიის გამო შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა. ქალაქ კრალევოში წყალდიდობის გამო ათობით ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები  დაეტოვებინა. მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უამინდობა რამდენიმე კვირაა გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები