ტრამპი მსოფლიოს იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მკაცრად აკრიტიკებს

ტრამპი მსოფლიოს იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მკაცრად აკრიტიკებს

1212929
ტრამპი მსოფლიოს იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მკაცრად აკრიტიკებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო რუსეთის, ასადის რეჟიმის და ნაწილობრივ ირანის მხრიდან იდლიბში განხორციელებულ თავდასხმებს, რომლებსაც მრავალი სამოქალაქო ეწირება, დუმილით ადევნებს თვალყურს. ტრამპმა საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „რუსეთი, სირია და ნაწილობრივ ირანი, სირიის იდლიბის რეგიონში თავდასხმებს ახორციელებენ, რის შედეგადაც მრავალი სამოქალაქო იღუპება. მსოფლიო ამ მკვლელობებს დუმილით აკვირდება. თქვენი მიზანი რაა? ეს ყველაფერი თქვენ რა სახის სარგებელს მოგიტანს? კმარა, შეაჩერეთ ეს თავდასხმები.“ შეგახსენებთ, რომ სირიაში გასულ თვეში ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონის ფარგლებში მდებარე დასახლებებში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით 269 სამოქალაქო დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს ქალაქ სოჭში იდლიბის დეესკალაციის ზონად გამოცხადების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.


საკვანძო სიტყვები: #ტრამპი , #მსოფლიო , #იდლიბი , #კრიტიკა

მსგავსი ინფორმაციები