კანადა ვენესუელაში საელჩოს დროებით ხურავს

მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გახლავთ

1213181
კანადა ვენესუელაში საელჩოს დროებით ხურავს

კანადამ,  ვენესუელებში საელჩო დროებით დახურა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გახლავთ. „სამწუხაროდ, კარაკასსა და სხვა ქალაქებში მომუშავე დიპლომატებს აკრედიტაცია, რომელიც თვის ბოლოს უმთავრდებათ,  აღარ გაუგრძელდებათ.  მადუროს მიერ კანადაში,  ვენესუელის საელჩოში დანიშნული  დიპლომატების მდგომარეობასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენი საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები ვენესუელას ივნისის ბოლომდე დატოვებენ. უსაფრთოხების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენი მთავრობა  კანადის მოქალაქეებს ვენესუელაში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.“ ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით მიმდინარე წლის იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები: #კანადა , #ვენესუელა , #საელჩო , #დახურვა

მსგავსი ინფორმაციები