როვანიემიში სერგეი ლავროვის და  მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა

როვანიემიში სერგეი ლავროვის და  მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა

1196189
როვანიემიში სერგეი ლავროვის და  მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებში სამხედრო  ჩარევას არავინ უჭერს მხარს რა, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ნაბიჯი გადაიდგმება, კატასტროფული იქნება. ფინეთის ქალაქ როვენიემიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს შორის გამართული შეხვედრის შედმეგ ლავროვმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზედაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ    შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ცალკეულ რეგიონებში მათ შორის ვენესუელაში  შექმნილი სიტუაცია. „მე ამერიკელ,  ევროპელ და ლათინოამერიკელებთან მოლაპარაკებებისას, ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილების მომხრეებს. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგება, რომელიც ყველას აქვს, გადაიქცევა პრაქტიკულ პოლიტიკაში, რომ სამხედრო მოქმედებები არ იქნება, რადგან ეს კატასტროფული იქნება“, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმღვანელმა.



მსგავსი ინფორმაციები