ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  მიმდინარეობს

1195175
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში დაახლოებით ორ მილიონამდე ამომრჩეველი დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურით, ახალ პრეზიდენტს აირჩევს.  მთელი ქვეყნის მასშტაბით  3 ათას 480  საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. ჩრდილოეთ მაკედონელებს  ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე შეეძლებათ. ჩრდილოეთ მაკედონიაში ორი კვირის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა, მმართველი პარტიიდან სტევო პენდაროვსკიმ და  „მაკედონური ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა  გორდან სილიანოვსკა-დავკოვმა მოიპოვეს რა, მეორე ტურშიც სწორედ ესენი ასპარეზობენ. 21 აპრილს გამართულ პირველ  ტურში, სტევო პენდაროვსკიმ ხმათა 42,81%, გორდან სილიანოვსკა-დავკოვმა 42,25%, ხოლო  „ალბანელების ალიანსის“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა,  ბლარიმ რეკამ ხმათა 10,6%-ი მიიღო. ჩრდილოეთ მაკედონიის ამჟამინდელ პრეზიდენტ,  გეორგე ივანოვს საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წლის 12 მაისს ეწურება.



მსგავსი ინფორმაციები