სამგზავრო თვითმფრინავი ვერტმფრენს დაეჯახა

დაიღუპა 3, დაშავდა 4 ადამიანი

1182875
სამგზავრო თვითმფრინავი ვერტმფრენს დაეჯახა

 

ნეპალიდან მიღებული ინფორმაციებით, ევერესტის მთის მახლობლად მდებარე ლუკლას დასახლების თენზინგ-ჰილარის აეროპორტში, ტურისტებით სავსე პატარა სამგზავრო თვითმფრინავი, აფრენისას, იქვე ასაფრენ ბილიკზე მდგარ ვერტმფრენს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ნეპალის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით, თვითმფრინავი ლუკლას აეროპორტიდან ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში მიფრინავდა და ვერტმფრენთან დაჯახებისას თვითმფრინავის პილოტი და იქვე მახლობლად მოპატრულე 2 პოლიციელი დაიღუპნენ, 4 კაცი კი დაშავდა, ხოლო სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი ერთი გამცილებელი და 4 მგზავრი კი უვნებლად გადარჩნენ. ამავე ცნობით, ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, თენზინგ-ჰილარის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.



მსგავსი ინფორმაციები