სუდანის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
სუდანის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
სუდანის თავდაცვის მინისტრმა და სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა ავად იბნ აუფმა საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა რა, მის შემცვლელად გენერალი აბდულფათთაჰ ალ-ბურჰანი დაინიშნა, რომელმაც ფიცი უკვე დადო. სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობა, კი გენერალმა ქემალ აბდულმარუფმა დაიკავა. სუდანის თავდაცვის მინისტრმა ავად იბნ აუფმა გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით გააჟღერა. სუდანში სამხედრო გადატრიალების შედეგ დროებითმა სამხედრო საბჭომ კომენდატის საათი გამოაცხადა, რომლის მიუხედავად გუშინ ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციები გამართა. აქციის მონაწილეები თავდაცვის მინისტრ, ავად იბნ აუფის და პრეზიდენტ ომარ ალ ბეშირის პერიოდში მაღალ თანამდებობებზე მოღვაწე პირების გადადგომას და სამოქალაქო გარდამავალი მთავრობის შექმნას მოითხოვდნენ. სუდანში სამხედრო გადატრიალება 11 აპრილს მოხდა და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბეშირი დააკავეს. უკვე თანამდებობიდან გადამდგარმა, სუდანის თავდაცვის მინისტრმა ავად იბნ აუფმა ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავს.