გაეროს უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე შეიკრიბება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე შეიკრიბება, სადაც მმართველობა ხელში არმიამ აიღო

1181875
გაეროს უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე შეიკრიბება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე შეიკრიბება, სადაც მმართველობა ხელში არმიამ აიღო.

ინგლისის გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონათან ალენმა განაცხადა, რომ სუდანში ხელისუფლების არმიის ხელში გადასვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, ინგლისმა, პოლონეთმა, გერმანიამ და ბელგიამ გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებას ჩატარებისკენ მოუწოდა.  

გაეროს უშიშროების საბჭო სუდანში სამხედრო გადატრიალების და განვითარებული ბოლო მოვლენების განსახილველად შეიკრიბება.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი სუდანში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს და მხარეებს გონივრულობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოწოდებს.



მსგავსი ინფორმაციები