შეიარაღებულმა პირებმა 2 ბანკის გაძარცვა სცადეს

ლიკვიდირებულ იქნა 11 თავდამსხმელი

1177898
შეიარაღებულმა პირებმა 2 ბანკის გაძარცვა სცადეს

 

ბრაზილიის სან-პაულოს პროვინციაში, ორი ბანკის ძარცვის მცდელობისას 11 ეჭვმიტანილი დაიღუპა. საოლქო პოლიციის განცხადებით, ქალაქ გუარარემას ორ ბანკზე ძარცვის მიზნით, თავდასხმა განახორციელა 25-მდე  შეიარაღებულმა პირმა და ადგილზე მოსულ პოლიციასთან წარმოქმნილ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა 11 თავდამსხმელი, ხოლო 3 კი დააკავეს. პოლიციამ შეტაკების დასრულების შემდეგ დიდი რაოდენობის ავტომატური იარაღი, პისტოლეტი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო, თუმცა კონფლიქტის დროს ზოგიერთმა თავდამსხმელმა გაქცევა მოასწრო და ახლა მათი ძიება მიმდინარეობს



მსგავსი ინფორმაციები