სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად დარჩება 2022 წლამდის

მას ვადა მომავალი წლის სექტემბერში უთავდებოდა

1172803
სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად დარჩება 2022 წლამდის

 

ნატო-ს პრეს სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ამ თანამდებობაზე მანდატი, რომელიც 2020 წლის 30 სექტემბერს უთავდებოდა, 2022 წლამდე გაუგრძელდა.

ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, სტოლტენბერგს 2022 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელდა თანამდებობაზე დარჩენის ვადა.

სტოლტენბერგმა, სამადლობელო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამაყობს ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილებით, რომლითაც მას ახლიდან დიდი ნდობა გამოუჩინეს და ეცდება რა ამ ნდობის გამართლებას, ნატოს მოდერნიზაციის საკითხში ყველა წევრისგან მხარდაჭერა ითხოვა.

2014 წლის 1 ოქტომბერს, სტოლტენბერგმა ანდერს ფოგ რასმუსენის პოსტი დაიკავა, ხოლო 2017 წელს ამ თანამდებობაზე ვადა, მეორედ გაუგრძელდა.

ნატოს მე -13 გენერალური მდივანი, ნორვეგიაში პრემიერ-მინისტრი იყო 2000-2001 და 2005 და 2013 წლებში.



მსგავსი ინფორმაციები