თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

არის მსხვერპლი

1160525
თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

მიანმარის, (ბირმა) არაკანის პროვინციაში ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 9 პოლიციელი დაიღუპა. არაკანის პოლიციის განყოფილებიდან გავრცელებული ინფორმაციით, „არაკანის არმია“ სახელწოდების დაჯგუფებამ, სიტტვეს მახლობლად იოეტაიოტეს სოფელთან მდებარე პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ „არაკანის არმია“ სახელწოდების დაჯგუფება ავტონომიის მოთხოვნით, რეგიონში  ხშირად აწყობს შეიარაღებულ თავდასხმებს.   



მსგავსი ინფორმაციები