„ყვითელი ჟილეტებიანები“-ს ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

„ყვითელი ჟილეტებიანები“-ს ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

1160313
„ყვითელი ჟილეტებიანები“-ს ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტებიანები“, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგო ანტისამთავრობო აქციებს აგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ პარიზში რა, ისინი პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას მოითხოვდნენ. გუშინდელ აქციასაც ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის საპასუხოდან პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გუშინდელი აქციის დროს ასევე 19 პირი დააკავეს. საფრანგეთში ყვითელ ჟილეტებიანების მიერ საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგოდ დაწყებული  აქციები, რომლებიც გასული წლის 17 ნოემბერს დაიწყო, შემდეგ ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა რა, დღემდის გრძელდება.  გასული წლის 17 ნოემბრიდან დღემდე აქციების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 8400-ზე მეტი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები