ვენესუელაში ევროპარლამენტარები არ შეუშვეს

ევროპარლამენტის წევრი 6 დეპუტატი, რომლებსაც პრეზიდენტად თვითგამოცხადებულ ხუან გუადიოსთან შეხვედრა სურდათ, ვენესუელაში არ შეუშვეს

1147076
ვენესუელაში ევროპარლამენტარები არ შეუშვეს

ევროპარლამენტის წევრი 6 დეპუტატი, რომლებსაც პრეზიდენტად თვითგამოცხადებულ ხუან გუადიოსთან შეხვედრა სურდათ, ვენესუელაში არ შეუშვეს.

ვენესუელის ხელისუფლებამ ევროპარლამენტის წევრები აეროპორტიდან უკან გააბრუნა.

ევროპის მემარჯვენე პარტიებიდან ევროპარლამენტის წევრი ესპანელი გონზალეს პონსი, გაბრიელ მატო ადროვერი, ხოსე იგნასიო სალაფრანკა და ხუან სალაფრანკა, ასევე ჰოლანდიელი ესტერ დე ლანგი და პორტუგალიელი პაულო რანგელი ხუან გუადიოს მიწვევით ვენესუელაში ჩავიდნენ.

სიმონ ბოლივარის სახელობის აეროპორტში ევროპის პარლამენტის წევრებს პასპორტები ჩამოართვეს, რამდენიმე ხნიანი ლოდინის შემდეგ იბერიას ავიახაზების თვითმფრინავით უკან გააბრუნეს.

გონზალეს პონსმა სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ, როგორც „პრეზიდენტ გუადიოს მიერ მიწვეული პირველ საერთაშორისო დელეგაციას“ „დღეს გვაძევებენ. ხვალ თავისუფალ ვენესუელაში უკან დავბრუნდებით.“

ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეაზამ კი აღნიშნა, რომ მთავრობამ, ქვეყანაში შეთქმულების მიზნით ჩასული პარლამენტარების ჯგუფი არ მიღებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავების საკითხზე დიპლომატიური არხებით გააფრთხილა.

არეაზამ მოითხოვა, რომ მის ქვეყანას პატივი სცენ და დაამატა: „ვენესუელა, ევროპის რადიკალურად მემარჯვენეების კიდევ ერთი ამაზრზენი თავსმოხვეული ქმედებით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მოშლას არ დაუშვებს.“


საკვანძო სიტყვები: #ვენესუელა , #ევროპარლამენტი

მსგავსი ინფორმაციები