ტრამპმა დეაშთან დაკავშირებით ახალი მესიჯი გაავრცელა

“ას პროცენტიანი გამარჯვების შემდეგ, სირიიდან ჩვენს ძალებს მთლიანად გავიყვანთ“

1146705
ტრამპმა დეაშთან დაკავშირებით ახალი მესიჯი გაავრცელა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალური მედიის ანგარიშიდან, სირიის შესახებ განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ განადგურების პირას მყოფი DEAŞ- ის წინააღმდეგ ას პროცენტიანი გამარჯვების შემდეგ, თავიანთ სამხედრო ძალებს მთლიანად გაიყვანენ ამ ქვეყნიდან.

ამავე მესიჯში ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს უბრალო მოსეირის როლში არ დარჩებიან და თვალს არ დაუხუჭავენ დეაშის ევროპაში გავრცელებას, ამიტომაც ევროპის ქვეყნებს მოუწოდათ, სირიაში დაკავებული 800 ევროპელი რადიკალისტის ექსტრადაცია მოახდინონ და ისინი გაასამართლონ.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე სთხოვა თავის ევროპელ მოკავშირეებს, დეაშის საკითხში უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ



მსგავსი ინფორმაციები