ნიგერიაში მიტინგის დროს საშინელი ჭყლეტა მოხდა

ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები 16 თებერვალს გაიმართება

1144339
ნიგერიაში მიტინგის დროს საშინელი ჭყლეტა მოხდა

ნიგერიაში,  ქალაქ პორტ-ჰარკორტში მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქმედი პრეზიდენტის მოჰამმედ ბუჰარის სიტყვით გამოსვლის დროს 14 ადამიანი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა. ქალაქ პორტ-ჰარკორტის სახელმწიფო საავადმყოფოს პრესსპიკერის განცხადებით მომხდარი ჭყლეტის შედეგად ასევე სამი ადამიანიც დაშავდა, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ბუჰარიმ დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები 16 თებერვალს გაიმართება. ქვეყანაში დაახლოებით 84 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.



მსგავსი ინფორმაციები