ხანძარი 5 სართულიან სასტუმროში
17 ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა
1143210

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელის დასავლეთში მდებარე ერთ სასტუმროში წარმოქმნილი ხანძრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
ნიუ-დელის პოლიციიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 5 სართულიანი სასტუმროს პირველ სართულზე გაჩნდა და მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა, ხოლო 30 კაცის გადარჩენა შესძლეს.
ამავე ინფორმაციით, მეხანძრეებმა უკვე კონტროლზე აიყვანეს ხანძარი.
ჯერ ჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მას დაწყებული გამოძიება დაადგენს