ვენესუელაში ამერიკული  იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

იარაღი და საბრძოლო მასალა მაიამიდან იქნა ჩატანილი

1140025
ვენესუელაში ამერიკული  იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ვენესუელაში დიდი რაოდენობით, ამერიკული  იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული. ვენესუელას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ვალენსიაშიარტურო მიშელენას სახელობის  საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთ საწყობში აშშ-ს მიერ,  მაიამიში  გაგზავნილი დიდი რაოდენობით ამერიკული  იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული. მათივე განცხადების მიხედვით, აღნიშნული იარაღი და საბრძოლო მასალა 3 თებერვალს ქალაქ მაიამიდან თვითმფრინავით იქნა ვალენსიაში ჩატანილი. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.  ვენესუელაში 23 იანვარს ოპოზიციის და მთავრობის მიერ გამართული აქციებით ქვეყანაში და რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც აშშ-ს ჩათვლით კანადამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, ბრაზილიამ, ჩილემ, არგენტინამ და სხვა მრავალმა ქვეყანამ მალევე დაუჭირეს მხარი. მეორეს მხრივ, ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტ, ნიკოლას მადურომექსიკამ, თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ჩინეთმა, ირანმა და ბოლივიამ დაუჭირეს მხარი.

აშშ-მ ბოლოს ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია, PDVSA-ს მიმართ სანქციები დააწესა და აშშ-ში მათი ფინანსური შემოსავლების ოპოზიციის ლიდერ,  ხუან გუაიდოზე გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვენესუელაში მადუროს რეჟიმის დამხობასთან დაკავშირებით  ჯარის გაგზავნის საკითხი, მათ მიერ განხილული „ერთ-ერთი ვარიანტია“.



მსგავსი ინფორმაციები