ბადახშანში ზვავი ჩამოწვა
დაიღუპა 8, დაშავდა 3 ადამიანი
1128427

ავღანეთის ბადახშანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს წარმომადგენელმა ვაჰიდულა მაიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზვავი ბადახშანის ოლქის რაგისტანის რაიონის სოფელ ზერენდაბში, რამდენიმე დღიანი გადაუღებელი თოვლის შედეგად ჩამოწვა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
ამავე ინფორმაციით დიდ თოვლობის გამო, ბადახშანის ოლქში შემავალ 12 რაიონში საგზაო მიმოსვლა დროებით შეწყდა
მსგავსი ინფორმაციები

შვედეთი და ფინეთი FETÖ-ს და PKK-ს ტერორისტების ექსტრადირებას არ ახდენს
შვედეთი და ფინეთი FETÖ-ს და PKK-ს ტერორისტების ექსტრადირებას არ ახდენს