სუკაბუმში მეწყერი ჩამოწვა

დაიღუპა 18 კაცი

1119517
სუკაბუმში მეწყერი ჩამოწვა

ინდონეზიის კუთვნილ დასავლეთ ჯავას პროვინციაში მდებარე სუკაბუმში, მძიმე ნალექებმა მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 18 კაცამდე გაიზარდა.
გაზეთი "კომპასის" ცნობით, 2018 წლის 31 დეკემბერს სუკუბუმის რაიონის სოფელ სირნარესმში ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ დარჩა 30 სახლი და დაღუპულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ხოლო დაკარგულად გამოცხადებული 15 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება რა, ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო საქმიანობებს კვირა დღეს დაასრულებენ.

რეგიონიდან მიღებული ცნობებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სირნარესიდან 64 კაცის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოახდინა. ინდონეზიაში მუსონური წვიმების დაწყების შემდე ხშირდება წყალდიდობები და მეწყერები, რასაც ათობით და ასობით ადამიანიც ეწირება



მსგავსი ინფორმაციები