საუდის არაბეთი ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეების თურქეთზე გადაცემას არა აპირებს

საუდის არაბეთი ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეების თურქეთზე გადაცემას არა აპირებს

1104125
საუდის არაბეთი ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეების თურქეთზე გადაცემას არა აპირებს

 

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ადილ ალ-ჯუბეირის განცხადებით, ხელისუფლებას ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის სრულად გაგება სურს და არაფერს დამალავს რა, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს თურქეთს არ გადასცემენ. მან ამის შესახებ, საუდის არაბეთის დედაქალაქ, რიადში გამართულ, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ  გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „დამნაშავეები საუდის არაბეთის პროკურატურას გადაეცნენ. სასამართლო პროცესების შესახებ განმარტებებს არ გავაკეთებ. პროკურატურას თავისი პრესსპიკერი ჰყავს. საჭიროების შემთხვევაში თვითონ გააკეთებენ განცხადებას. საუდის არაბეთი არაფრის გადამალვას არ აპირებს,“ განაცხადა ალ-ჯუბეირიმ. შეგახსენებთ, რომ  საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის სასტიკი მეთოდით  მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები