აქტუალური თემის ანალიზი 49/2018

„დიდი ოცეული“ სამიტი და ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

1102643
აქტუალური თემის ანალიზი 49/2018

აქტუალური თემის ანალიზი 49/2018

„დიდი ოცეული“ სამიტი და ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

 

არგენტინაში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიოს ლიდერები შეიკრიბნენ და უმაღლესი რანგის შეხვედრები გამართეს. სამიტზე, სადაც წინა პლანზე წამოიწია პირისპირმა შეხვედრებმა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის მდგომარეობა, რომელმაც ეჭვობენ, რომ სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ხაშოგის მკვლელობის ბრძანების გასცა.

სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ჩადენილი ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, თურქეთის სათანადო ორგანოების მიერ წარმატებული წარმატებული გამოძიებისა და მსოფლიო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, საუდის არაბეთი იძულებული გახდა მკვლელობა ეღიარებინა. Washington Post-ის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების საუდის არაბეთის სასამართლოს მიერ გასამართლების პროცესი გრძელდება, ხოლო მკვლელობის ბრძანების მიმცემის ვინაობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. საუდის არაბეთის მხრიდან მომხდარის ზოგიერთი უფლებამოსილის მიერ ჩადენილად წარმოჩენის მიუხედავად, ფაქტები სუადის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანზე მიანიშნებს. ასევე პრესაში გაჟონა ინფორმაციამ რომ CİA-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით მკვლელობის უკან მდგარი პირი მუჰამედ ბინ სალმანია.

ამ პროცესის პარალელურად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი პირველ რიგში ვიზიტით არაბულ ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო არგენტინაში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტში. არაბული სამყაროს ამირებთან და მეფეებთან შეხვედრის შემდეგ მუჰამედ ბინ სალმანი ტუნისში გაემგზავრა, რომელიც დემოკრატიულად იმართება და სადაც მისი ჩასვლის გამო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. მუჰამედ ბინ სალმანის ტუნისში ვიზიტი არაბებმა უმძიმესად გააპროტესტეს და ყურადღება მიიქცია პლაკატებმა, რომელზეც ტახტის მემკვიდრე პრინცს ხაშოგის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.  

ტუნისში ვიზიტის შემდეგ დიდი ოცეულის სამიტში მონაწილე მუჰამედ ბინ სალმანმა არგენტინაში საუდის არაბეთის საკონსულოში გაჩერება ამჯობინა. საყურადღებოა, რომ არგენტინაში ტახტის მემკვიდრე პრინცის წინააღმდეგ ხაშოგის მკვლელობასთან  დაკავშირებული სარჩელია შეტანილი, რომელიც არგენტინის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მუჰამედ ბინ სალმანი დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობისას ყურადღებას აქცევდა რომ მსოფლიოს ბევრ ლიდერთან და ტახტის მემკვიდრე პრინცთან ერთად ერთ კადრში არ მოხვედრილიყო. მუჰამედ ბინ სალმანი, რომელსაც ბევრი პირისპირი შეხვედრა არ ჰქონია, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კამერების წინ გააკრიტიკა. მეორეს მხრივ რუსეთის სახელმწიფოს მეთაური პუტინი კი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან ერთად საკმაოდ მეგობრულად პოზირებდა კამერების წინ.  

დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ ხაშოგის მკვლელობისა და მუჰამედ ბინ სალმანის ასპექტში ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდა.  CİA-მ ამერიკის სენატის წამყვან წევრებს ხაშოგის მკვლელობის საკითხზე ბრიფინგი ჩაუტარა. პრესისათვის დახურული ბრიფინგის შემდეგ კამერების წინ გამოსულმა სენატორებმა კორკერმა და  გრაჰამმა განაცხადეს რომ ხაშოგის მკვლელობაში მუჰამედ ბინ სალმანის პასუხისმგებლობის პუნქტში ეჭვები არ გააჩნიათ. ამასთანავე თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მუჰამედ ბინ სალმანის ყველაზე ახლო წრიდან ორი პიროვნების დაპატიმრების თაობაზე გადაწყვტილება აჩვენებს რომ მუჰამედ ბინ სალმანისთვის წრე თანდათან ვიწროვდება.    

დიდი ოცეული სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი ამერიკის შეერთებული შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე ეკონომიკური ომი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ჩინეთთან ვაჭრობაში იმპორტ-ექსპორტის დიდმა დისბალანსმა ამერიკის ხელისუფლება შეაწუხა და ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტრუქტურული ცვლილებების მაგიერ ჩინეთის წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.  ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიღებული სანქციების დაწესების საპასუხოდ ჩინეთმაც ამერიკულ პროდუქციაზე სანქციები დააწესა რითაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურმა ომმა ოფიციალური სახე მიიღო. საკმაოდ დიდი ციფრებით გაზრდილი ჩინეთის ეკონომიკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიოში არსებული პოზიციისათვის საფრთხის შექმნა ამ ასპექტში მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბევრი ამერიკული კომპანიის მიერ წარმოების ჩინეთში გადატანამ ორ ქვეყანას შორის კონკურენცია გააძლიერა.



მსგავსი ინფორმაციები