ტრამპმა და პუტინმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

ტრამპმა და პუტინმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

1098785
ტრამპმა და პუტინმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არგენტინაში გამართული დიდი ოცეულის (G20) სამიტის ფარგლებში, ვახშამზე არაფორმალური შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერმა წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „პრეზიდენტმა ტრამპმა და პირველმა ლედიმ, ვახშამზე, მსოფლიო ლიდერებთან მთელი რიგი არაფორმალური საუბრები გამართეს. მათ შორის იყო პრეზიდენტი პუტინიც“. მეორეს მხრივ ამ საკითხთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა განცხადება რა, იგი აცხადებს, რომ პუტინმა და ტრამპმა G20-ს სამიტის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართეს. სამიტის დაწყების წინ კი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა, რუსეთ-უკრაინას შორის წარმოქმნილი დაძაბულობის გამო პუტინთან შეხვედრა გააუქმა.  



მსგავსი ინფორმაციები