გუტერესი: „საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე რთული თემა ისრაელ-პალესტინის საკითხი გახლავთ“

გუტერესი: „საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე რთული თემა ისრაელ-პალესტინის საკითხი გახლავთ“

1097449
გუტერესი: „საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე რთული თემა ისრაელ-პალესტინის საკითხი გახლავთ“

გაეროს გენერალურმა  მდივანმა ანტონიო გუტერესმა, ისრაელის უკანონო დასახლებების და იძულებითი გამოსახლების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედებები რეგიონს არანაირ სტაბილურობას არ მოუტანს. გუტერესმა ამის შესახებ ყოველი წლის 29 ნოემბერს გამართულ,  „საერთაშორისო სოლიდარობის დღე პალესტინელ ხალხთან“  სახელწოდების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე რთული საკითხი, ისრაელ-პალესტინას შორის არსებული პრობლემა გახლავთ. „ისრაელის უკანონო დასახლებები, იძულებით გამოსახლება და საზოგადოების მასობრივი დასჯა, რეგიონს არანაირ მშვიდობას არ მოიტანს. ასევე ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯებიც არ მოიტანს მშვიდობას. ამ საკითხის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი გზა კი ისაა, რომ ორ სახელმწიფოიანი შეთანხმება მოხდეს და მას ორივე მხარემ დაემორჩილოს,“ განაცხადა გუტერესმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა პალესტინას და ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მშვიდობიან გარემოში ცხოვრებისთვის  მტკიცე  ნაბიჯები გადადგან და შეთანხმებას მიაღწიონ. გენერალურმა მდივანმა  საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ამ საკითხში თავიანთი  წვლილი შეიტანონ. გუტერესმა ღაზაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და შესაბამისი დახმარების აუცილებლობაზე გაუსვა ხაზი.



მსგავსი ინფორმაციები