რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ახლიდან დაიძაბა

რუსებმა აზოვის ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ გემებს

1094726
რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ახლიდან დაიძაბა

 

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ახლიდან დაიძაბა.

უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, აზოვის ზღვაში, კონკრეტულად კი ქერჩის სრუტის მახლობლად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილმა სანაპირო დაცვის სამხედრო კატარღებმა, ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამხედრო გემებს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა, ხოლო ორი უკრაინული გემი კი მნიშვნელოვანად დაზიანდა და მათ  კურსი დაკარგეს.

ამავე ინფორმაციით, 1 უკრაინული გემი იძულებული გახდა ღუზა ჩამოეშვა და საერთოდ, უკრაინის გემები რუსეთის სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს. უკრაინული პრესით კი, ამ ინციდენტის დროს 1 კაცი დაიღუპა.

ამ დაძაბული სიტუაციის კვალდაკვალ რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო შეკრებისკენ მოუწოდა და ნიუ ორკიდან მიღებული ცნობებით, უშიშროების საბჭომ დადებითად უპასუხა მოსკოვის ამ თხოვნას და აზოვის ზღვაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით დღეს საგანგებო შეკრებას გამართავენ



მსგავსი ინფორმაციები