ევროკავშირის ლიდერებმა ბრექსიტი მიიღეს

ესპანეთმა უარი თქვა ვეტოს გამოყენებაზე

1094471
ევროკავშირის ლიდერებმა ბრექსიტი მიიღეს

 

დღეს, ევროკავშირის ლიდერებმა, ბელგიისა და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში, Brexit-ის, ე.ი. ინგლისის  ევროკავშირიდან გასვლის საკითის განხილვის მიზნით შეკრება გამართეს და ძირითადად,  ბრიტანეთის ამ ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგები შეაფასეს.

ბრექსიტის ხელშეკრულების ტექსტი ითვალისწინებს სამართლებრივ სიცხადეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა ინგლისის ამ ორგანიზაციიდან გასვლის შემთხვევაში. ს შეთანხმება მიზნად ისახავს ასევე ევროკავშირის და ბრიტანეთის მოქალაქეებისათვის მუშაობის და სწავლის გაგრძელებას, ხოლო ამის პარალელურად ყველანაირი სოციალური უფლებებით სარგებლობას იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

სამიტის დაწყებამდე მოგვარებულ იქნა ესპანეთის მიერ წარმოქმნილი პრობლემაც, რომელიც ითვალისწინებდა გიბრალტარის საკითზე ინგლისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.

ამით ესპანეთმა უარი თქვა უწინ გამოცხადებული ვეტოს გამოყენების მუქარაზე, რადგან ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩეზმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ბრექსიტის შეთანხმებას.

სანჩეზის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ გიბრალტარის საკითხს ესპანეთთან კონსტრუქციულ და ურთიერთგაგების პირობებში განიხილავენ.

ბრიუსელიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, ესპანეთმა უარი თქვა ვეტოს გამოყენებაზე და ბრექსიტის შეთანხმება და პოლიტიკური დეკლარაცია მიღებულ იქნა ორივე მხრიდან



მსგავსი ინფორმაციები