ინდოეთში ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

ინდოეთის სამხრეთში მძვინვარე ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

1090665
ინდოეთში ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

ინდოეთის სამხრეთში მძვინვარე ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

ინდოეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროვინცია ტამილ ნადუს სანაპიროებზე ქარიშხალ „გაჟა“-ს შედეგად დაღუპული კიდევ 6 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ამგვარად, დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონიდან 80 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შტატ ტამილ ნადუს პრემიერმა, ედაპადი კ პალანსვამიმ ქარიშხალით დაზარალებული რეგიონი მოინახულა და განაცხადა, რომ დაზარალებულებს ყველა სახის დახმარებას გაუწევენ.


საკვანძო სიტყვები: #ინდოეთი , #ქარიშხალი

მსგავსი ინფორმაციები