დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Brexit-ის პროექტს მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Brexit-ის პროექტს მხარი დაუჭირა

1088159
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ  Brexit-ის   პროექტს მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა, ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე შეთანხმდნენ. ქვეყნის პრემიერმინისტრ, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დოკუმენტის 5 საათიანი განხილვის შემდეგ, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. „მჯერა, ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებშია,” განაცხადა ტერეზა მეიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმების შესახებ პარლამენტს დღეს აცნობებს. მეორეს მხრივ, ინგლის-ევროკავშირს შორის Brexit-ის   საკითხზე მიღწეული შეთანხმების დეკლარაციის ტექსტი საზოგადოებისთვის ჯერ არ გასაჯაროებულა. როგორც ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრ, ტერეზა მეიმ განაცხადა, შეთანხმებას რთულად მიაღწიეს. მთავარი სადავო საგანი კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარი იყო.  შეგახსენებთ, რომ  ინგლისმა ევროკავშირის დატოვების  გადაწყვეტილება რეფერენდუმის საფუძველზე   2016 წლის 23 ივნისს მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები