კონგოში სატვირთო მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა
კონგოში მოძრავ მდგომარეობაში მყოფი სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავარდა, რის შედეგადაც მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში მოძრავ მდგომარეობაში მყოფი სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავარდა, რის შედეგადაც მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ქალაქ ლუმბაშის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მატარებელი ქალაქებს კინდუსა და კამინას შორის მონაკვეთში ლიანდაგებიდან გადავარდა.
ავარიის შედეგად სატვირთო მატარებელში არალეგალურად მყოფი მგზავრებიდან 40 დაიღუპა, ბევრი ადამიანი კი დაშავდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ და სარკინიგზო ხაზის ნაკლოვანებებმა გამოიწვია.
კონგოს რკინიგზის ეროვნული ორგანიზაციის განცხადებით, ავარის ნამდვილი მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება.
ქვეყანაში სარკინიგზო გზების ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებების გამო ავარიები ხშირად ხდება.
სატრანსპორტო საშუალებების უკმარისობისა და სიძვირის გამო ბევრი ადამიანი სატვირთო მატარებლით არალეგალურად მგზავრობას ცდილობს.
კონგოში 2017 წელში ასევე სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის გამო მატარებელში არალეგალურად მყოფი 35 მგზავრი დაიღუპა.
მსგავსი ინფორმაციები
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს