ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1085255
ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი,  ჩრდილოეთ ერაყში ტერორისტების ბინადრობის ადგილების განადგურებას აგრძელებს რა, ქანდილის და სინჯარის ტერორისტებისგან გასაწმენდად, წინსვლა გრძელდება. ერდოღანმა ამის შესახებ, ბეშთეფეს კულტურისა და კონგრესის ცენტრში გამართულ, 10 ნოემბრის ათათურქის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე კიდევე ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი, შემოსავლის  მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე,  ქველმოქმედებაში მსოფლიოში პირველია. „ჩვენ, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ტერორის კორიდორის ჩამოყალიბების მსურველების წინაშე თუ როგორ ვიბრძვით, თქვენ კარგად ხედავთ. ჩვენ  ისიც კარგად ვიცით, თითქოს და PKK-ს ლიდერების ლიკვიდაციისთვის ჯილდოს დამწესებლები, მაგრამ მათ განშტოებებს თუ როგორ ეხმარებიან. გუშინ, ჰაქქარის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად  შვიდი  ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, 25 კი დაშავდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კიდევ 15 ტერორისტი იქნა  ლიკვიდირებული. მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დასავლეთისგან კი არ უნდა ველოდოთ დახმარებას, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვაწარმოოთ საკუთარი ტექნოლოგიები და ასე მივაღწიოთ ცივილიზაციების მწვერვალს,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები