კოლუმბიაში მეწყერის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

მაშველებმა 3 ბავშვის გადარჩენა კი შესძლეს

1074066
კოლუმბიაში მეწყერის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

 

კოლუმბიაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

კოლუმბიის ეროვნული კატასტროფებისა და რისკების მართვის სააგენტოს განცხადებით, გუშინწინ, ქალაქ სანტარდენის მახლობელ ბარრანკაბერმეჟას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რომლის დროს 9 კაცი დაიღუპა, ხოლო მაშველებმა 3 ბავშვის გადარჩენა კი შესძლეს.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, რეგიონს ეწვია ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი მარტა ლუსია რამირეზი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ რეგიონში  მსგავსი ტრაგედიების სიხშირის გამო დიდ მწუხარებს განიცდიან.

მისივე აზრით, ასეთ ტრაგედიებში ლომის წვლილი მიუძღვის რეგიონს მოდებულ უკანონო ბინათმშენებლობებს.

კოლუმბიაში მეორე წვიმიანი სეზონი გასულ თვეში დაიწყო და გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე.



მსგავსი ინფორმაციები