პუტინი: „დაეშს სირიაში ევფრატის სამხრეთით აშშ-სა და ევროპის მოქალაქეები ტყვედ ყავს აყვანილი“

პუტინი: „დაეშს სირიაში ევფრატის სამხრეთით აშშ-სა და ევროპის მოქალაქეები ტყვედ ყავს აყვანილი“

1071446
პუტინი: „დაეშს სირიაში ევფრატის სამხრეთით აშშ-სა და ევროპის  მოქალაქეები ტყვედ ყავს აყვანილი“

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია დაეშს სირიაში მდინარე ევფრატის სამხრეთით, აშშ-სა და ევროპის  მოქალაქეები ტყვედ ყავს აყვანილი. პუტინმა ამის შესახებ მოსკოვში  საერთაშორისო აზროვნების კლუბში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას სირიაში ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის საქმიანობებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ  დაეში, სირიაში მდინარე ევფრატის სამხრეთით, რომელსაც აშშ აკონტროლებს, ჯერ კიდევ  თარეშობენ. მისივე თქმით, ამერიკამ ევფრატის სამხრეთით მასზე დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ტერორისტები იქ არსებობას ჯერ კიდევ აგრძელებენ. „იქ, (ევფრატის სამხრეთით) ჯერ კიდევ დაეშის ძალები არსებობენ. ტერორისტებმა ამ რეგიონში მთლიანად 700 ადამიანი ტყვედ აიყვანეს და 10 კი სიკვდილით დასაჯეს. დაეშის მიერ ტყვედ აყვანილებს შორის, აშშ-სა და ევროპის  მოქალაქეები არიან,“ განაცხადა პუტინმა.



მსგავსი ინფორმაციები