მაკედონია ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს

მაკედონია ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს

1070188
მაკედონია ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს

მაკედონია, ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალურ მოლაპარაკებებს ხვალ იწყებს. ამის შესახებ, მაკედონიის თავდაცვის მინისტრ, რადმილა შეკერინსკაიამ, საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკოლა დიმიტროვთან  და ნატო-ს ეროვნულ კოორდინატორ,  სტივ პენდეროვსკთან გამართული  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. იგი აცხადებს, რომ  გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების მხრივ  ოპტიმისტურად არიან განწყობილი.  „ჩვენს წინაშე 900 მილიონი ადამიანის მაღალი ხარისხის ცხოვრებით მცხოვრები ქვეყნების მიერ შექმნილი კოლექტიური უსაფრთოხების  ალიანსში გაწევრიანების შანსი არსებობს,“ განაცხადა რადმილა შეკერინსკაიამ. მაკედონიის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საბერძნეთთან არსებული სახელწოდების საკითხი ამჟამად მეჯლისში განიხილება. შეკერინსკიმ კი პარლამენტში მოღვაწე ყოველი პარტიის დეპუტატს მოუწოდა, რომ ეს შანსი ქვეყნის სახელით კარგად გამოიყენონ. თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ნატო-ში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უსაფრთხოების, სტაბილურობის და მატერიალური კეთილდღეობისთვისაც მნიშვნელოვანია.

საბერძნეთ-მაკედონიას შორის დიდი ხანია არსებული სახელწოდების პრობლემასთან დაკავშირებით ათენი, მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებას ბლოკავდა.
 



მსგავსი ინფორმაციები