პომპეო კიმ ჩენ ინს შეხვედრა 7 ოქტომბერს შესდგება

პომპეო კიმ ჩენ ინს შეხვედრა 7 ოქტომბერს შესდგება

1061744
პომპეო კიმ ჩენ ინს შეხვედრა 7 ოქტომბერს შესდგება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 7 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩე ინის ფხენიანში შეხვდება. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პომპეო 6-8 ოქტომბერს იაპონიაში,  ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში ვიზიტით ჩავა. მაოკ პომპეომ  გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას შეხვდა რა დროსაც იგი ფხენიანში მიიწვია. შეხვედრაზე,  ტრამპ-კიმ ჩე ინის მორიგი შეხვედრის საკითხი იქნება განხილული. გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩე ინთან მორიგ შეხვედრისთვის მზად არის მაგრამ ადგილი და თარიღი არ დაუსახელებია.



მსგავსი ინფორმაციები