სტოლტენბერგი ლავროვს შეხვდა

შეხვედრა ნიუ ორკში, გაეროს ფარგლებში შესდგა

1057368
სტოლტენბერგი ლავროვს შეხვდა

 

ნიუ ორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პირისპირი შეხვედრა გაიმართა ნატოს გენერალურ მდივან ჯეინს სტოლტენბერგსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში სტოლტენბერგმა კმაყოფილება გამოთქვა ამ შეხვედრის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მრავალ საკითხში აზრთა სერიოზული განსხვავებები არსებობს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ შორის დიალოგს.

მისივე თქმით, ლავროვთან სამხედრო სიტუაცია და წვრთნები განიხილეს რა, მის კონტექსტში, რუსეთში ჩატარებული ვოსტოკისა და ნატოს მხრიდან ჩატარებული Trident Juncture მანევრის შესახებ ურთიერთ აზრებიც გაცვალეს.

“მე ნატოს სახელით შეშფოთება გამოვთქვი რუსეთის უკრაინაში აგრესიული ქმედებისადმი, ხოლო ამის პარალელურად სოლიდარობა გამოვთქვი სალისბერის (ჯაშუშობის ბრალდებით რუსი მამა შვილის მოწამვლის) საკითხში ინგლისის პოზიციისადმი“ - განაცხადა სტოლტენბერგმა



მსგავსი ინფორმაციები