საჰაერო ოპერაცია ტერ ორგანიზაცია აშ-შებაბის წინააღმდეგ

საჰაერო ოპერაცია ტერ ორგანიზაცია აშ-შებაბის წინააღმდეგ

1053611
საჰაერო ოპერაცია ტერ ორგანიზაცია აშ-შებაბის წინააღმდეგ

სომალის სამხრეთით ტერ ორგანიზაცია,  აშ-შებაბის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია განხორციელდა. ოპერაციის შედეგად წინასწარი მონაცემებით 12 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. სომალის საინფორმაციო სააგენტო,  SONNA-ს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ასევე ათეულობით ტერორისტიც დაშავდა. კულტურის, ტურიზმისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილის,  ადამ ისაკ ალის  განცხადებით, სომალის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია მაშინ განხორციელდა, როდესაც ისი ერთად იყვნენ შეკრებილნი. მისივე თქმით აღნიშნული ოპერაციის დროს,   აშ-შაბაბის ლიდერთაგან,  ჰასან იაკობიც დაიჭრა.



მსგავსი ინფორმაციები