გერმანია თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

გერმანია თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

1052993
გერმანია თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თურქეთსა და რუსეთს შორის, სირიის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა სტეფან სეიბერმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ კანცლერ, ანგელა მერკელმა გუშინ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს სირიის და უკრაინის აღმოსავლეთის საკითხები იქნა განხილული. სეიბერი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ კანცლერ, მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს 17 სექტემბერს, სოჭში ერდოღან-პუტინს შორის გამართული შეხვედრის დროს, იდლიბის დემილიტარიზებულ  ზონად გამოცხადებაზე მიღწეულ შეთანხმებას შეეხო და მიღწეული შეთანხმების გამო კმაყოფილება გამოთქვა. პრესსპიკერი თავის განცხადებაში  იმასაც აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა, უკრაინის შესახებაც ისაუბრეს რა, მერკელმა  მინსკში მიღწეული შეთანხების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობა შეახსენა პუტინს.



მსგავსი ინფორმაციები