ჩინეთში ავტომობილი ხალხმრავალ ადგილში შევარდა

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება

1048574
ჩინეთში ავტომობილი ხალხმრავალ ადგილში შევარდა

ჩინეთის,  ჰუნანის პროვინციაში 54 წლის  მძღოლი ავტომობილით ხალხმრავალ მოედანზე შევარდა, რის შემდეგაც წინასწარი მონაცემებით 11 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა. დაკავებული  მძღოლი წარსულშიც სხვადასხვა დანაშაულების ბრალდებით მრავალჯერ ნასამართლევი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ხელისუფლება არ აკონკრეტებს, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორისტულ აქტს. მიმდინარეობს გამოძიება.



მსგავსი ინფორმაციები