გლობალური პერსპექტივა 36.2018

ინდოეთის მუსლიმანები

1043748
გლობალური პერსპექტივა 36.2018

გლობალური პერსპექტივა 36.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ინდოეთის მუსლიმანები

სოციოლოგი,  დევიდ ჰარვი „პოსტმოდერნის მდგომარეობა“ სახელწოდების ნაწარმოებში, ჩვენი ცხოვრების პერიოდს, დროისა და სივრცის  შეკუმშვას ადრის. დღეისათვის არსებული გლობალიზაციის პერიოდი შორეულს აახლოებს, ხოლო ახლობელს შორეულს ხდის და  ყველა წარსულს ავიწყებს. მიმდინარე კვირის ამ ციკლურ პროგრამაში ინდოეთის მუსლიმანებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. დღეისათვის ჩვენთვის ინდოეთი,  მექსიკის მსგავსად ტერიტორიულად შეიძლება ძალიან შორს იყოს,  მაგრამ ნუთუ წარსულშიც ასე იყო?

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ინდოეთში, პაკისტანში და ბანგლადეშში ისლამი ხალიფა, წმ. ომარის პერიოდში გავრცელდა. მკვლევარი ომეირ ანასი აცხადებს, რომ ინდოეთში ისლამი სამი გზით გავრცელდა. პირველი: როგორც ინდონეზიაში მუსლიმი ვაჭრების მეშვეობით. მეორე: შუა აზიიდან ჩასული სუფისტების მეშვეობით. ომეირი ასევე აცხადებს, რომ ინდოეთში განსაკუთრებთ მევლანას, იგივე ჯელალედდინ რუმის ძალიან კარგად იცნობენ. მისივე თქმით ინდიელი მუსლიმანი სუფისტები, რომლებიც თურქეთში ჩამოდიან, აუცილებლად ინახულებენ ქალაქ, კონიას, რომელიც მევლანას ქალაქადაც არის მოხსენიებული. მესამე: საუკუნეების განმავლობაში ისლამური მმართველობა გახლდათ. თურქული წარმომავლობის მუსლიმანი მმართველები ინდოეთში 10-ე საუკუნის შემდეგ   გვხვდებიან. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავაზიანობით და ტოლერანტობით. ინდოეთმა მრავალი მუსლიმი მეცნიერი აღზარდა. მათ შორისაა, იმამ-ი რაბბანი (1564-1624), შეიხ ველიულლაჰ დეჰლევი (1602-1662), ებუ-ლ ჰასან ენ ნედვი (1914-1999) და სხვები.

ინგლისის ოკუპაციის შემდეგ ინდოეთში ისლამი თანდათან შეიძლება ითქვას, რომ მივიწყებას ეძლევა. ამაზე  შეიძლება ითქვას, რომ როგორც ოკუპაციის პოლიტიკამ, ასევე თვით ინდოეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის მთავრობების მხრიდან თავიანთი ეროვნების და სახელმწოფოს ჩამოყალიბების სურვილმაც იმოქმედა.  დღეისათვის, ინდოეთში 200 მილიონზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს. იგი ინდონეზიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს. ინდოეთის  მოსახლეობა კი 1,3 მილიარდია. ამჟამად ინდოეთის მუსლიმანების მდგომარეობა მართლაც და სავალალოა. ასამისრეგიონში მუსლიმებზე ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება.

700 წლიანი თურქული წარმომავლობის მმართველები

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში 10-ე საუკუნის შემდგომი  პერიოდიდან   1857 წლამდე  თურქული წარმომავლობის მმართველობის პერიოდი გახლავთ. ყველაზე ცნობილი და წარმატებული,  ჩაღათაის თურქებიდან, შაჰ ჯიჰანგირის მმართველობის ანუ,  ბაბურის იმპერიის პერიოდი  გახლავთ.   ბოლო ბაბურის იმპერატორის, შაჰ ბაჰადირის 1857 წელს ინგლისთან მარცხის შემდეგ თურქული წარმომავლობის მმართველების პერიოდი სრულდება. ოსმალეთის სულთნებს ინდოელ სულთნებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ.

დღეისათვის ინდოეთში 18 ოფიციალური ენა, 22 პროვინცია, 400-მდე ენა და დიალექტი არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით ენის, რწმენის და კულტურის თვალსაზრისით ყველაზე მრავალფეროვანი  და მდიდარი ქვეყანაა. ამ სიმდიდრეების დღემდე შენარჩუნებაში შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმან მმართველებსაც მიუძღვით დიდი წვლილი. ვინაიდან, ისინი იქ არსებულ ენებს, რწმენას და ყველა სხვა კულტურას საკუთარის მსგავსად იცავდნენ.

ოსმალეთმა მისი მმართველობის პერიოდში, არაბების, ანდალუსიაში ნამოქმედარის  მსგავსად იმოქმედეს რათა, მათი მმართველობის პერიოდის დასრულების შემდეგ იმ რეგიონებში მათი კულტურა  გაგრძელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთი სხვადასხვა რეგიონებს მართავდა, დღეისათვის არცერთ რეგიონში ოსმალური ენა არ არის გავრცელებული, მაგრამ ინდოეთში, პაკისტანში და ბანგლადეშში დღეისათვის ინგლისური ოფიციალური ენაა. ასეთი მდგომარეობა გინდა თუ არა ადამიანს ასეთ კითხვას ბადებს: ინგლისელების მხრიდან ინდოეთის ოკუპაცია 1800-იან წლების ნაცვლად როგორც აშშ-ში შევიდნენ, 1400-იან წლებში ისე, რომ მომხდარიყო დღეისათვის რა შედეგი გვექნებოდა სახეზე? შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ინდოეთში თავიანთი კულტურის, რწმენის და წარმომავლობის შესახებ არაფერი დარჩებოდა. ასევე გვიჩნდება ასეთი კითხვაც: ამერიკა, დასავლეთის მხრიდან არა და მუსლიმანების მხრიდან რომ აღმოჩენილიყო, ადგილობრივების მდგომარეობა დღეისათვის როგორი იქნებოდა? აცტეკების, ინკების და მაიას ტომების კულტურები და  ენები როგორ შენარჩუნდებოდა და ასევე დღეისათვის ამერიკის ნამდვილი მმართველი ვინ იქნებოდა? ინგლისის ოკუპაციის შემდეგ ეს რეგიონი ინდოეთად, პაკისტანად და ბანგლადეშად დაიყო. ეს კი ინგლისი „დაყავი და იბატონე“-ს პოლიტიკაა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ეს რეგიონი ერთიანი დარჩებოდა, იქ მცხოვრები მუსლიმანები უმცირესობები კი არა უმრავლესობები იქნებოდნენ რა, რეგიონში უფრო მეტი სიმშვიდე და სტაბილურობაც იქნებოდა.

თურქეთის განმათავისუფლებელი ომი და ინდოეთის მუსულმანები

პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის ტერიტორიებზე ინგლისის თავდასხმებმა ინდოელ მუსლიმანებში დიდი ემოცია გამოიწვია. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რადგან მათი ქვეყანა ინგლისის ოკუპაციაში იმყოფებოდა და ახლაც ოსმალეთის თავს  იგივე რომ მოსვლოდა, ყოველგვარი იმედები გაუცრუვდებოდათ. იმ დროს ინდოეთის მუსლიმანებმა ფულიც კი შეკრიბეს და ოსმალეთს დასახმარებლად გამოუგზავნეს.

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მაშინ როდესაც, გლობალიზაცია მსოფლიოს ერთმანეთთან აახლოებს, მუსლიმებმაც უნდა დაახლოვდნენ და არა პირიქით, რადგან  მათ დიდი საერთო წარსული გააჩნიათ, მათ შორის ინდოელ მუსლიმანებთანაც წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები