თალიბანებმა ერთ სამხედრო ბანაკზე კონტროლი დაამყარეს
მათ ათობით ჯარისკაცი გააუვნებელყვეს
მძიმედ შეიარაღებული თალიბანის ბოევიკები თავს დაესხნენ ჩრდილოეთ ავღანეთის ფარიაბის პროვინციის გორმაჩის რაიონში მდებარე სამხედრო ბანაკს და მასზე კონტროლი დაამყარეს.
ავღანეთის არმიის პრეს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის მომენტში სამხედრო ბანაკში 70 ჯარისკაცი იმყოფებოდა და მათგან 20-ზე მეტი დაიღუპა და დაშავდა, ხოლო დანარჩენები ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს.
თვით თალიბანის განცხადებით კი, სამხედრო ბანაკში გამოცხადებულზე გაცილებით უფრო მეტი ჯარისკაცი იმყოფებოდა და მათგან 43 მოკლეს, 17 დაჭრეს, ხოლო 57 მათგანი ტყვედ აიყვანეს.
თალიბანებმა გუშინ კი ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე აი ჰანიმის საბაჟოზე განახორციელეს შეიარაღებული თავდასხმა და წარმოქმნილ შეტაკებაში 12 მესაზღვრე დაიღუპა
მსგავსი ინფორმაციები
ჩილპანსინგოს მერი თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მოკლეს
ჩილპანსინგოს მერი თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მოკლეს
ოკუპანტმა ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში ღაზაში 146 ექიმი მოკლა
ოკუპანტმა ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში ღაზაში 146 ექიმი მოკლა