პალესტინამ ამერიკასთან ურთიერთობის დარეგულირების პირობა გამოაცხადა

პალესტინამ ამერიკასთან ურთიერთობის დარეგულირების პირობა გამოაცხადა

1015478
პალესტინამ ამერიკასთან ურთიერთობის დარეგულირების პირობა გამოაცხადა

პალესტინის სახელმწიფოს მეთაურმა მაჰმუდ აბბასმა განაცხადა, რომ სანამ ამერიკა იერუსალიმის და მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკას არ შეცვლის, მათთან ურთიერთობის დარეგულირებას არ აპირებენ რა, ამის შესახებ რუსეთის მთავრობასაც აცნობეს. ელ-ფეთიჰის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა  მდივანმა ჯიბრილ ერ-რუჯუბმა პალესტინის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მაჰმუდ აბბასმა გასული კვირის შაბათ დღეს რუსეთის პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს,  ამერიკა-პალესტინის ურთიერთობებიც იქნა განხილული რა დროსაც მან აღნიშნა, რომ სანამ აშშ,  იერუსალიმის, მიგრანტების და არალეგალური მშენებლობების საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულებას არ შეიცვლის, მანამდე მათთან ურთიერთობის დარეგულირებას არ აპირებენ. მისივე თქმით ისინი ეგვიპტის,  ეროვნული კონსენსუსის შესახებ დამოკიდებულებას მიესალმებიან მაგრამ, პალესტინის მმართველობის მთლიანად ღაზის მმართველობაზე გადაცემის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. პალესტინის ტერიტორიაზე ჰამასის მხრიდან 2007 წლიდან მმართველობის აღების შემდეგ პოლიტიკურმა  გაუგებრობებმაც იმატა. ელ-ფეთიჰის და ჰამასის წარმომადგენლებმა ბოლოს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 2017 წლის 12 ოქტომბერს გამართეს შეხვედრა.



მსგავსი ინფორმაციები