დუტერტეს განცხადებამ ქრისტიანები გააღიზიანა

დუტერტეს განცხადებამ ქრისტიანები გააღიზიანა

1008322
დუტერტეს განცხადებამ ქრისტიანები გააღიზიანა

ფილიპინების პრეზიდენტ, როდრიგო დუტერტემ ქრისტიანული მრწამსის ზოგიერთი დოქტრინების განკითხვის აუცილებლობის შემცველი განცხადება გააკეთა, რაზეც ქვეყანაში მის მიმართ მოსახლეობის მხრიდან დიდი დაპირისპირება გამიწვია.  სააგენტო,  ABC NEWS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 73 წლის დუტერტემ გუშინ ქალაქ,  დავაოში მეცნიერების და ტექნოლოგიების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას,  მან ეჭვქვეშ დააყენა პირველი ცოდვის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც თითქოს და  მხოლოდ ნათლობა ყოველგვარი ცოდვებისგან ათავისუფლებს ადამიანს. მან იქ შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართა,  რომ თუ რომელიმე მათგანი დაამტკიცებს, რომ იხილა ღმერთი და მას ესაუბრა, დაუყოვნებლივ გადადგება. როდრიგო დუტერტემ გასულ კვირას კიდევ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ღმერთს შეურაცყოფა მიაყენა. ფილიპინების პრეზიდენტის ამ განცხადებას ქვეყანაში მცხოვრებ კათოლიკური ეკლესიის მიმდევრების  და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები