კალიფორნია კვლავ ხანძარს ებრძვის

ხელისუფლებამ 3 ათასი კაცის ევაკუაცია მოახდინა

1000106
კალიფორნია კვლავ ხანძარს ებრძვის

 

აშშ-ს კალიფორნიის პროვინციის ჩრდილოეთში მდებარე ლაკე კონტრის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო 3,000 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.

კალიფორნიის შტატის სატყეო და სახანძრო დაცვის  დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ქარის გამო ცეცხლი 31 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა, რის გამოც ახლო-მახლო მცხოვრები 3,000-მდე ადამიანი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

ამ ხანძარს რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ფერფლად გადაიქცა 22 სახლი და გუბერნატორმა ჯერრი ბროუნმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამჟამად მრავალრიცხოვან სახანძრო ეკიპაჟებთან ერთად რეგიონში 230 სხვადასხვა ტექნიკაცა თავმოყრილი, მათ შორის ვერტმფრენები და ბულდოზერებიც და ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას.

კალიფორნიის ამ რეგიონში 2015 წელს გაჩენილ დიდ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ათასი ბინა დაიწვა



მსგავსი ინფორმაციები